ერთი ადამიანი ემსხვერპლა სროლას აშშ-ში, ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილის სავაჭრო ცენტრში.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ადამიანმა ცეცხლი ხუთშაბათს საღამოს გახსნა.
მათივე ცნობით, მომხდარს წინ თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.