ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 24 ადამიანი
ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 24 ადამიანი

ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

ბოლო მონაცემებით, მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. დამნაშავე 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. ამოღებულია შაშხანა, რომლიდანაც ის აღლუმის მონაწილეებს ესროდა.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობი რჩება.