აშშ-ში, ნეშვილის სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, ნეშვილის სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა სროლას აშშ-ში, ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილის სავაჭრო ცენტრში.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ადამიანმა ცეცხლი ხუთშაბათს საღამოს გახსნა.

მათივე ცნობით, მომხდარს წინ თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.