აიდაჰოს შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აიდაჰოს შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აიდაჰოს შტატში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ოთხი პირი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ბოისეში მოხდა. ქალაქის პოლიციის უფროსის, რაინ ლის განცხადებით, ეჭვმიტანილი მოგვიანებით დააკავეს.

„ამ ეტაპისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდამსხმელი მარტო იყო და ინციდენტის შედეგად საზოგადოებისთვის მიმდინარე საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის უცნობია, თავდამსხმელის მოქმედების მოტივი.