მერილენდის შტატში მამაკაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი ადამიანი
მერილენდის შტატში მამაკაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი ადამიანი

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ინციდენტი ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა.

23 წლის მამაკაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰოსპიტალიზებულია თავდამსხმელიც.

გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა. ცნობილია, რომ მამაკაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.