აშშ-ში, „ჯიმ ბიმის“ საწყობში ხანძრის შედეგად, შვიდი მილიონი ლიტრი ვისკი განადგურდა [ვიდეო]
აშშ-ში, „ჯიმ ბიმის“ საწყობში ხანძრის შედეგად, შვიდი მილიონი ლიტრი ვისკი განადგურდა [ვიდეო]

აშშ-ში კომპანია „ჯიმ ბიმის“ საწყობში ხანძრის შედეგად, შვიდი მილიონი ლიტრი ვისკი განადგურდა. ინციდენტი კენტუკის შტატში მოხდა.

ბლუმბერგის ცნობით, კომპანიას ასობით მილიონი დოლარის ოდენობით ზარალი მიადგა. როგორც ცნობილი ხდება, ხანძრის დროს ვისკით სავსე 45 ათასი კასრი დაიწვა.

ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათის შემდეგ მოხერხდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.