აშშ-ში, „ჯიმ ბიმის“ საწყობში ხანძრის შედეგად, შვიდი მილიონი ლიტრი ვისკი განადგურდა [ვიდეო]
აშშ-ში კომპანია „ჯიმ ბიმის“ საწყობში ხანძრის შედეგად, შვიდი მილიონი ლიტრი ვისკი განადგურდა. ინციდენტი კენტუკის შტატში მოხდა.
ბლუმბერგის ცნობით, კომპანიას ასობით მილიონი დოლარის ოდენობით ზარალი მიადგა. როგორც ცნობილი ხდება, ხანძრის დროს ვისკით სავსე 45 ათასი კასრი დაიწვა.
ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათის შემდეგ მოხერხდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.
FIRE AT JIM BEAM: 2 warehouses caught fire overnight and 1 is still blazing this morning. The central #Kentucky facility holds about 45K #bourbon. https://t.co/wVAcaqB3Ac pic.twitter.com/Tc2kFxsU0c
— WLKY (@WLKY) July 3, 2019