აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრება რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი , სერგეი ლავროვი.
მანამდე ჯონ ბოლტონი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ორი საათი გაგრძელდა.
ბოლტონი ასევე შეხვდა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, იური ავერიანოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბრის თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხებია. მედიის ინფორმაციით კი ერთ-ერთი მთავარი თემა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის სამზადისია.
შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ფინეთში შეხვდნენ.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართება.