ინგლისში დასახელდა კლუბი, რომლის ფანებს ყველაზე ხშირად აპატიმრებენ
ინგლისში დასახელდა კლუბი, რომლის ფანებს ყველაზე ხშირად აპატიმრებენ

პრემიერლიგის კლუბი „ლიდსი“ არასახარბიელო რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა. კერძოდ, ამ გუნდის ფანებს ყველაზე ხშირად აპატიმრებენ სამართალდარღვევების გამო.

გასული სეზონის განმავლობაში, იორკშირული კლუბის გულშემატკივრები ყველაზე ხშირად მოხვდნენ საპატიმროებში, ვიდრე სხვა ნებისმიერი გუნდის ფანები.

„ლიდსის“ გულშემატკივრები 19-ჯერ დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, 15-ჯერ – სამართალდარღვევისთვის, რომელიც ალკოჰოლის მიღებას უკავშირდებოდა, 10-ჯერ – ძალადობისთვის, სამჯერ – პეტარდების სროლისთვის, ორჯერ – მოედანზე შეჭრისთვის და ა. შ.

„დეილი სთარის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ „ლიდსის“ ფანების შემდეგ, ყველაზე ხშირი პრობლემები კანონთან „ბირმინგემისა“ და „ბოლტონის“ გულშემატკივრებს აქვთ.

საერთო ჯამში, განხორციელდა ფეხბურთთან დაკავშირებული 1089 დაპატიმრება, რაც 20 პროცენტით ნაკლებია წინა ანალოგიურ პერიოდზე. ამასთან, სიძულვილის ფონზე დანაშაულებების რიცხვა 50 პროცენტით მოიმატა.