აშშ-ის სანაპირო დაცვა - დაკარგულ წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის სანაპირო დაცვა - დაკარგულ წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

დაკარგულ წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა, როგორც ჩანს „კატასტროფული აფეთქება“ მოხდა, – ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ეს ადამიანები იყვნენ ნამდვილი მკვლევრები, რომლებიც იზიარებდნენ თავგადასავლების გამორჩეულ სულს და ღრმა ვნებას მსოფლიო ოკეანეების გამოკვლევისა და დაცვისადმი. ჩვენი გული ამ ხუთი ადამიანის სულთან და მათი ოჯახის ყველა წევრთანაა ამ ტრაგიკულ დროს“, – განაცხადა OceanGate Expedition-მა, რომელიც მართავდა წყალქვეშა ნავს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალმა, ჯონ მაუგერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ნამსხვრევების ველი“, რომელიც დღეს აღმოაჩინეს, შეესაბამება ნავის კატასტროფულ აფეთქებას.

როგორც ცნობილია, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი იყო: ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი, შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.