აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა „ტიტანიკის“ მახლობლად დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს
აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა „ტიტანიკის“ მახლობლად დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს

მაშველებმა დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს, – ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვა „ტვიტერში“ წერს.

„ნამსხვრევების ველი აღმოაჩინეს საძიებო ზონაში „ტიტანიკის“ მახლობლად. ამ დროისთვის ექსპერტები აფასებენ მიღებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია წერს, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფება. მანამდე სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ გაუჩინარებულ ხომალდზე მყოფ პირებს ჟანგბადის მარაგი, სავარაუდოდ, ამოეწურათ.

მედიის ცნობით, ტურისტული ექსპედიციისთვის, რომლის ღირებულება თითო ადამიანზე 250 000 დოლარია, ბორტზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე, ასევე OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი​ სტოკტონ რაში.

ოფიციალურ პირებს არცერთი მგზავრის ვინაობა არ დაუდასტურებიათ.