„როიტერი“ - ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა
„როიტერი“ - ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ცურვის დროს დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მძიმე ტრავმები არავის მიუღია.

როგორც აშშ-ის ფლოტში განაცხადეს, შეჯახების შედეგად წყალქვეშა ხომალდის ძრავი და ბირთვული რეაქტორი არ დაზიანებულა

„წყალქვეშა ნავი უსაფრთხო და სტაბილურ მდგომარეობაშია“, – განაცხადეს ამერიკელმა სამხედროებმა.

როგორც ანონიმური წყარო იუწყება, ინციდენტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოხდა და მსუბუქი ტრავმები 15 ადამიანმა მიიღო. ახლა წყალქვეშა ნავი გუამისკენ მიემართება, სადაც მას დამატებითი ინსპექცია ჩაუტარდება.

ოფიციალური პირები არ ავრცელებენ ცნობას, თუ რა ობიექტს დაეჯახა ამერიკული წყალქვეშა ნავი.