ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის თანამშრომლობამ ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით რეგიონული მშვიდობა მნიშვნელოვნად დააზიანა
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის თანამშრომლობამ ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით რეგიონული მშვიდობა მნიშვნელოვნად დააზიანა

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის თანამშრომლობამ ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვნად დააზიანა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამმხრივმა შეთანხმებამ გააძლიერა „შეიარაღების რბოლა“ და შეარყია საერთაშორისო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მცდელობები. ამასთან, უაღრესად მგრძნობიარე ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიის ექსპორტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი იყენებენ ბირთვულ ექსპორტს, როგორც გეოპოლიტიკური თამაშების იარაღს და ამტკიცებენ ორმაგ სტანდარტებს, რაც უკიდურესად უპასუხისმგებლოა.

„ავსტრალია, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების არაბირთვული ხელმომწერი და სამხრეთ წყნარი ოკეანის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის ხელშეკრულების ხელმომწერი, ახორციელებს სტრატეგიული სამხედრო ღირებულების ბირთვული წყალქვეშა ტექნოლოგიის დანერგვას. საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის მეზობელ ქვეყნებს, აქვთ საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ავსტრალიის გულწრფელობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ვალდებულებების შესრულებაში. ჩინეთი დიდ ყურადღებას გაამახვილებს ამასთან დაკავშირებული საკითხების განვითარებაზე. შესაბამისმა ქვეყნებმა უნდა მიატოვონ ეს ცივი ომის მოძველებული ნულოვანი თამაშების მენტალიტეტი და ვიწრო აზროვნების გეოპოლიტიკური ხედვები. მათ პატივი უნდა სცენ რეგიონის ხალხებს და გააკეთონ მეტი რამ, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ესვრიან ფეხში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.