აშშ-ის საელჩო - თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებისგან ანტიამერიკული განცხადებები ისმის
საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„სხვადასხვა ჯგუფი მოუწოდებს პროტესტისკენ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პერიოდში, 8-დან 10 ნოემბრამდე. ამ პირთა უმეტესობა წარმოადგენს იმავე ჯგუფებს, რომლებიც იყენებდნენ ანტიელჯიბით რიტორიკას და ივნისში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის კვირეულის“ საწინააღმდეგოდ აქციები მოაწყეს. მეტიც, ბევრი მათგანის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული განცხადებები არის ანტიამერიკული, ავრცელებს სიცრუეს, რომ აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა „გასცეს ბრძანება“, შემდგარიყო ფილმის ჩვენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც თბილისში დღეს აქციებია დაგეგმილი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია ამ საპროტესტო აქტივობების შესახებ და სამინისტროში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ საზოგადოების უსაფრთხოებასა და წესრიგს. აშშ-ის მთავრობის პერსონალს ურჩიეს, თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს, რადგან არსებობს პოტენციური ძალადობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.