აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.