აშშ-ის მთავრობა 60 ჩინური კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანას გეგმავს
აშშ-ის მთავრობა ათობით ჩინური კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანას გეგმავს. აშშ-ის კომერციის მდივნის, ვილბურ როსის განცხადებით, სავაჭრო შეზღუდვები სხვა კომპანიებთან ერთად შეეხება ჩინეთის მიკროჩიპების მთავარ მწარმოებელს, „სმიქს“ და ჩინეთის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ „ესზეტ დიჯეიაი ტექნოლოგის.“
ვილბურ როსის თქმით, დეპარტამენტი არ დაუშვებს, რომ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგია მზარდი მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების მშენებლობას დაეხმაროს.
აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „შავ სიაში“ 60 ჩინური კომპანია მოხვდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ შეზღუდვების შემოღება აშშ-ის მხრიდან ჩინურ კომპანიებზე განხორციელებული ზეწოლის მტკიცებულება იქნება. მათივე განცხადებით, პეკინი მიიღებს „საჭირო ზომებს“ მათი უფლებების დასაცავად.