აშშ-მა ორი ჩინური გემთმფლობელი კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა
აშშ-მა ორი ჩინური გემთმფლობელი კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მა ორი ჩინური გემთმფლობელი კომპანია, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებას უწევდნენ, ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.

აშშ სახაზინო დეპარტამენტის განახლებულ სასანქციო სიაში სულ 67 ხომალდი ფიგურირებს. ისინი უკანონო გზით ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას ან ქვეყნიდან ქვანახშირის ექსპორტს ახორციელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ შემზღუდველი ზომების დაწესების შესახებ ვიეტნამის წარუმატებელი სამიტიდან სამი კვირის შემდეგ ხდება ცნობილი. რიგით მეორე შეხვედრაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა შეთანხმების მიღწევა ვეღარ შეძლეს. ფხენიანი სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვდა, რისთვისაც მზად ამერიკული მხარე არ აღმოჩნდა.