აშშ ჩინურ კომპანიებს რუსეთის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს
აშშ ჩინურ კომპანიებს რუსეთის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს

აშშ ჩინურ კომპანიებს რუსეთის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს.

როგორ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, ვაშინგტონმა იხილა მტკიცებულებები, რომ ჩინური კომპანიები, შესაძლოა, რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის აღჭურვილობის მიწოდებაში ეხმარებიან, დასავლური სანქციების მიუხედავად. იელენმა ჩინეთს აღნიშნული ქმედებების აღკვეთისკენ მოუწოდა.

სან-ფრანცისკოში გამართულ პრესკონფერენციაზე სახაზინო მდივანმა თქვა, რომ მან ეს საკითხი ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ჰე ლიფენთან ორდღიანი მოლაპარაკებების დროს დააყენა.

„მე ხაზი გავუსვი, რომ კომპანიებმა არ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური მხარდაჭერა რუსეთის ინდუსტრიულ სექტორს და რომ ამის გაკეთების შემთხვევაში ისინი სეროზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან“, – განაცხადა იელენმა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა შეაჩეროს იმ მასალების ნაკადი, რომელიც რუსეთს ეხმარება სასტიკი და უკანონო ომის წარმოებაში.

ჯანეტ იელენის თქმით, აშშ-ის მთავრობამ უკვე დააწესა სანქციები რიგი ჩინური კერძო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს აღჭურვილობის მიღებაში.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩინეთმა აღკვეთოს ეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მიწოდება“, – აღნიშნა იელენმა.