ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა

ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

ამავე სააგენტოს ცნობით, ახალი სარკინიგზო მარშრუტი ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე გაივლის და გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა.

„სინჰუა“ წერს, რომ კასპიისა და შავ ზღვებს ახალი მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო გზებით კვეთს. პირველი შემადგენლობა ამ სარკინგზო ხაზით ტვირთი 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გააგზავნეს. მატარებელს გადააქვს სპორტული პროდუქცია.

სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი მარშრუტი გადის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ჩინური კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მარშრუტი გაზრდის გადაზიდვების ეფექტურობას, ხოლო ხარჯები შემცირდება.

„ასეთი მარშრუტი შექმნილ ვითარებაში ექსპორტს დაარეგულირებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.