აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს
აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.
ამის შესახებ ფედერალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელენ უაინტრობმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა.
„სახელმწიფო და ადგილობრივმა წამომადგენლებმა, ასევე საარჩევნო უბნების მუშაკებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს. ჩვენ ძალიან ცოტა საჩივარი მივიღეთ ამ არჩევნების მსვლელობასთან დაკავშირებით. მოდით ასე ვიტყვი, ძალიან ცოტა დასაბუთებული საჩივარი გვაქვს. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ხმების გაყალბების თაობაზე. არ არსებობს მტკიცებულებები უკანონო ხმის მიცემის შემთხვევებზეც. შეგიძლიათ, სიტყვაზე არ მენდოთ, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობა, არჩევნების მიუკერძოებელი ექსპერტები თავად ამბობენ, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები“, – განაცხადა უაინტრობმა.