ჯო ბაიდენი - თითოეული ხმა უნდა დაითვალონ
ჯო ბაიდენი - თითოეული ხმა უნდა დაითვალონ

თითოეული ხმა უნდა დაითვალონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი წერს.

ხმების დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს ამერიკის რამდენიმე შტატში, რომელთა შედეგები არჩევნებისთვის გადამწყვეტი იქნება. მათ შორის არის ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია და პენსილვანია.

ტელეკომპანია „ფოქსის“ პროგნოზით, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში ტრამპი ლიდერობს, ხოლო ნევადაში – ჯო ბაიდენი. ნევადაში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმას მოაგროვებს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.

უპრეცედენტოდ კონკურენტულ არჩევნებში ხმების დათვლის გაჭიანურება ფოსტით ხმის მიცემის პროცედურამ განაპირობა.

ყველაზე გვიან შედეგებს პენსილვანიაში გაიგებენ, სადაც კანონით ფოსტით ხმების მიღება 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ფოსტით მიღებული ხმების დათვლას ეწინააღმდეგებიან.