მიჩიგანის შტატში საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დასათვლელი დარჩა 100 000 ხმა
მიჩიგანის შტატში საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დასათვლელი დარჩა 100 000 ხმა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ საბრძოლო შტატში, მიჩიგანში საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე 100 000 ხმა დარჩა დასათვლელი.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მიჩიგანის სახელმწიფო მდივნის, ჯოსელინ ბენსონის განცხადებით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ დღის ბოლოს მიჩიგანი „უფრო ახლოს იქნება სრული არაოფიციალური შედეგის გამოცხადებასთან.“

ბენსონი აცხადებს, რომ უეინის ოლქში, მიჩიგანის ყველაზე დასახლებულ პუნქტში, ტრამპის თითოეულ ხმაზე ბაიდენის ორი ხმა მოდის. ჯოსელინ ბენსონი ასევე აღნიშნავს, რომ ბაიდენი ამჟამად ტრამპს დაახლოებით 32 000 ხმით უსწრებს.