„ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ში ამომრჩევლების მიერ ფოსტით გაგზავნილი 300 000 ბიულეტენი შესაძლოა, დაიკარგა
„ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ში ამომრჩევლების მიერ ფოსტით გაგზავნილი 300 000 ბიულეტენი შესაძლოა, დაიკარგა

„ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ში 300 000 ბიულეტენი, რომელიც ამომრჩევლებმა ფოსტით გაგზავნეს, შესაძლოა, დაიკარგა.

როგორც სააგენტო იუწყება, ფოსტაში ვერ დაადასტურეს, რომ ეს ბიულეტენები საარჩევნო კომისიაში მიიტანეს, რადგან მათი საბოლოო სკანირება არ მომხდარა.

„ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, დამკვირვებელთა ჯგუფმა სასამართლოს მიმართა, რადგან 12 საფოსტო ოლქში 300 000 ბიულეტენის დანაკლისი აღამოჩინა, მათ შორის ფლორიდასა და პენსილავნიაში.

კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ, ემეტ სალივანმა მოითოხვა, რომ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადამოწმდეს. მისივე განკარგულებით, ბიულეტენები 3 ნოემბრამდე უნდა მიეტანათ კომისიებში.

თავის მხრივ, ფოსტაში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ საშუალება, ყველა ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარონ, რადგან თანამშრომლები არ ჰყოფნით.

ბიულეტენების ნაწილი, რომელიც გაწერილ ვადაში ვერ მოხვდა კომისიებში, შესაძლოა, ბათილად ცნონ.

შეგახსენებთ, რომ წელს პანდემიის გამო აშშ-ში უამრავმა ამომრჩევლელმა ხმა ფოსტით მისცა. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.