დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი - არჩევნების დასრულების შემდეგ, ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი - არჩევნების დასრულების შემდეგ, ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადება ეფუძნება ოთხ შტატს, რომლებიც ჯერ კიდევ შორს არიან საბოლოო შედეგებისგან. პენსილვანიაში ბევრი დარღვევა იყო, მათ შორის ჩვენს კანონიერ დამკვირვებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, სათანადოდ დაკვრივებოდნენ ხმების დათვლის პროცესს“, – აცხადებს კამპანიის ხელმძღვანელი მეთ მორგანი.

მისივე თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ, ტრამპი ხელმერედ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.