აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედროებმა იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედროებმა იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს დარტყმები იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებზე.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტები გახდა ოთხი უპილოტო ხომალდი და შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც, მათი თქმით, წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის.

პენტაგონის ცნობით, 11 იანვრიდან „ჰუსიტების“ 100-ზე მეტი რაკეტა და გამშვები დანადგარია განადგურებული.

„ჰუსიტებმა“ კი განაცხადეს, რომ ისინი არ შეწყვეტენ შეტევებს წითელ ზღვაში მცურავ გემებზე, სანამ ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზაში.