აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენ აპარატებზე თავდასხმა განახორციელა

09:36, 06.02.2024

აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენ აპარატებზე თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„დრონები საფრთხეს წარმოადგენდა რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების გემებსა და სავაჭრო გემებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჰუსიტები“ კი აცხადებენ, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

მსგავსი