აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – აშშ-ის ძალებმა იემენელი „ჰუსიტების“ კონტროლირებად რაიონებში ცხრა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს

09:51, 15.03.2024

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის ძალებმა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში ცხრა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.

„დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათივე თქმით, „ჰუსიტებმა“ ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს მათ მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ადენის ყურისკენ და ორი რაკეტა – წითელი ზღვისკენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი