აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ძალებმა იემენელი „ჰუსიტების“ კონტროლირებად რაიონებში ცხრა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის ძალებმა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში ცხრა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.
„დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათივე თქმით, „ჰუსიტებმა“ ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს მათ მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ადენის ყურისკენ და ორი რაკეტა – წითელი ზღვისკენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.