აშშ-ის სამხედროებმა იემენში „ჰუსიტების“ პოზიციები დაბომბეს
აშშ-ის სამხედროებმა იემენში შიიტი „ჰუსიტების“ პოზიციები დაბომბეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ძალებმა წარმტებით გაანადგურეს ირანელების მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღდეგო ფრთოსანი რაკეტები და ერთი სახმელეთო კონტროლის სადგური.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ წითელ ზღვაში დამატებით განადგურებულია „ჰუსიტების“ უეკიპაჟო ხომალდი.
„ეს იარაღი აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა შეერთებული შტატების, კოალიციის ძალებისთვის და რეგიონის სავაჭრო გემებისთვის. ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ ეს უგუნური და საშიში ქცევა კვლავ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხდებაში.
August 8 U.S. Central Command Update
In the past 24 hours, U.S. Central Command (USCENTCOM) forces successfully destroyed two Iranian-backed Houthi anti-ship cruise missiles and one Houthi ground control station in Houthi-controlled areas of Yemen.
Additionally, USCENTCOM… pic.twitter.com/Ny0hO3UHcb
— U.S. Central Command (@CENTCOM) August 8, 2024