იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ დაჯგუფება თავს დაესხა აშშ-ის ავიამზიდ, „ეიზენჰაუერს“ და კიდევ ერთ გემს არაბეთის ზღვაში
იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ განცხადებით, დაჯგუფება თავს დაესხა აშშ-ის ავიამზიდ, „ეიზენჰაუერს“ და კიდევ ერთ გემს არაბეთის ზღვაში. „ჰუსიტების“ განცხადების თანახმად, „ტრანსვორლდ ნავიგატორის“ წინააღმდეგ არაბეთის ზღვაში ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.
„ჰუსიტები“ ამტკიცებენ, რომ წითელ ზღვაში მცურავ „ეიზენჰაუერის“ წინააღმდეგ ასევე ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ოპერაციამ წარმატებით მიაღწია მიზნებს. იემენური დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ „ერაყის ისლამურ წინააღმდეგობასთან“ თანამშრომლობით წარმატებული ოპერაცია ჩატარდა ისრაელის საპორტო ქალაქ ხაიფაში ოთხი გემის წინააღმდეგ. თავდასხმის ობიექტი გახდა ორი ტანკერი და ორი სატვირთო გემი.
„ჰუსიტების“ მტკიცებით, კიდევ ერთი ოპერაციის დროს უპილოტო აპარატებით შეტევა განხორციელდა ხმელთაშუა ზღვაში მცურავ ხომალდზე, რომელიც ხაიფასკენ მიემართებოდა.
პარალელურად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ სამი უპილოტო ხომალდი გაანადგურეს, რომლებიც ქმნიდნენ გარდაუვალ საფრთხეს აშშ-ის, კოალიციის ძალებისთვის და რეგიონში სავაჭრო გემებისთვის.
June 22 U.S. Central Command Update
In the past 24 hours, U.S. Central Command (USCENTCOM) forces successfully destroyed three Iranian-backed Houthi uncrewed surface vessels (USV) in the Red Sea.
It was determined these systems presented an imminent threat to U.S., coalition… pic.twitter.com/JiWhrCki61
— U.S. Central Command (@CENTCOM) June 22, 2024