აშშ-ი ჩინეთს 375 მილიარდის საქონელზე ტარიფების 50 პროცენტით შემცირებას, ხოლო 160 მილიარდის საქონელზე სრულად გაუქმებას სთავაზობს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 375 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფების 50 პროცენტით შემცირებას, ხოლო 15 დეკემბერს ასამოქმედებელ 160 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების სრულად გაუქმებას სთავაზობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების „პირველი ფაზის“ უზრუნველსაყოფად.
15 დეკემბერი მხარეებისთვის გადამწყვეტი თარიღია. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი დაბეგვრის მორიგ ეტაპს არ გააუქმებს, ჩინეთი საპასუხო ზომად ამერიკული პროდუქციისთვის გეგმავს ტარიფების დაწესებას და შესაძლოა, სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩეროს, ვიდრე აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი უკვე 17 თვეა, მიმდინარეობს.