ენტონი ბლინკენი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჟენგს შეხვდა
ენტონი ბლინკენი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჟენგს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჟენგს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ამ შეხვედრამ შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს ჩინეთის პრეზიდნეტის, სი ძინ პინისა და აშშ-ის ლიდერის, ჯო ბაიდენის შეხვედრას მიმდინარე წლის ბოლომდე.

„მსოფლიო მოელის ჩვენგან, რომ პასუხისმგებლობით წარვმართავთ ჩვენს ურთიერთობას. აშშ მოწოდებულია ამის გასაკეთებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პერსპექტივიდან, პირისპირ დიპლომატია არის საუკეთესო გზა იმ სფეროებთან გასამკლავებლად, სადაც ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ასევე, საუკეთესო გზა ჩვენს შორის თანამშრომლობის სფეროების შესასწავლად“, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსნებთ, ბაიდენმა მიმდინარე თვეში იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ სი ძინპინმა გამოტოვა ინდოეთში დიდი ოცეულის სამიტი, მაგრამ თქვა, რომ „მას ნახავს“. ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის შემდეგი სავარაუდო შესაძლებლობა მოლაპარაკებების გამართვისთვის არის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი, რომელიც სან ფრანცისკოში ნოემბერში გაიმართება.