აშშ-ში ჩინელ დიპლომატებს სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის გარეშე უნივერსიტეტებში ვიზიტები და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება აეკრძალებათ
აშშ-ში ჩინელ დიპლომატებს სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის გარეშე უნივერსიტეტებში ვიზიტები და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება აეკრძალებათ

აშშ-ში ჩინელ დიპლომატებს სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის გარეშე უნივერსიტეტებში ვიზიტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება აეკრძალებათ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს ჩინეთის მხრიდან აშშ-ის დიპლომატებისთვის დაწესებულ შეზღუდვების საპასუხო ზომაა.

„ჩინეთში აშშ-ის დიპლომატების უფლებამოსილებები უნდა ირეკლავდეს აშშ-ში ჩინელი დიპლომატების უფლებამოსილებებს და დღევანდელ ნაბიჯს სწორედ ამ მიმართულებით მივყავართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

პომპეო ასევე იმედოვნებს, რომ აშშ-ის უნივერსიტეტების კამპუსებზე კონფუცის ჩინური ინსტიტუტების კულტურული ცენტრები წლის ბოლომდე დაიკეტება, რადგან მისი თქმით, ჩინელი დიპლომატები ამ დაწესებულებებს ჯაშუშების მოძიებისთვის იყენებენ.