დონალდ ტრამპი – კომპანიები, რომლებიც ქარხნებს ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნებენ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

02:36, 18.08.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კომპანიები, რომლებიც ქარხნებს ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნებენ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ გზით ის 10 თვეში დამატებით 10 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს.

„ჩვენ საგადასახადო შეღავათებს დავუწესებთ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში აშშ-ის ეკონომიკა კორონავირუსის შოკიდან გამოვა და უფრო ძლიერი იქნება.

„ჩვენ უკვე ავაშენეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ახლა ამას ხელახლა ვაკეთებთ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი