ჯეიკ სალივანი - ვაშინგტონსა და პეკინს შორის საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება
ჯეიკ სალივანი - ვაშინგტონსა და პეკინს შორის საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება

ვაშინგტონსა და პეკინს შორის საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჩინელ მაღალჩინოსანთან, ვანგ ისთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც თეთრი სახლი იუწყება, შეხვედრა ვენაში გაიმართა და განსახილველ საკითხებს შორის იყო აშშ-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხები.

„მხარეებს, სხვა თემებთან ერთად, ჰქონდათ გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული დისკუსია აშშ-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჩინეთის გიგანტური საჰაერო ბურთის ჩამოგდებისა და შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, ეს აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლების მაღალ დონეზე გამართული პირველი შეხვედრა იყო.