ჯო ბაიდენი, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, სი ძინპინს შეხვდება
ჯო ბაიდენი, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება. ეს მათი პირველი შეხვედრაა პრეზიდენტების რანგში.

დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გამწვავდა. განსაკუთრებით, ტაივანის გარშემო არსებული ვითარების გამო, სადაც სამხედრო ესკალაციის საშიშროება წარმოიშვა. ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრისას აპირებს, „წითელი ხაზები“ გაავლოს და მოისმინოს ჩინური მხარის პოზიცია ამავე საკითხთან დაკავშირებით.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება. მის ნაცვლად რუსულ დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.