აშშ და თურქეთი სირიის ქალაქ მანბიჯიდან ქურთული სამხედრო ჯგუფების გაყვანაზე შეთანხმდნენ
აშშ და თურქეთი სირიის ქალაქ მანბიჯიდან ქურთული სამხედრო ჯგუფების გაყვანაზე შეთანხმდნენ.
ერთობლივი მოქმედების გეგმა ვაშინგტონში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე დამტკიცდა.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქურთული დანაყოფები მანბიჯს რამდენიმე თვის განმავლობაში დატოვებენ, ქალაქის უსაფრთხოებაზე კი თურქეთი და აშშ ერთობლივად იზრუნებენ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მანბიჯისთვის შექმნილი ე.წ. საგზაო რუკა სირიის სხვა ტერიტორიებზეც გამოიყენება.
სირიის ქალაქი მანბიჯი აშშ-ისა და თურქეთს შორის უთანხმოების საფუძველია. ქურთული დანაყოფების მიერ სირია-თურქეთის სასაზღვრო რაიონების ფლობას თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს.