„ბიბისი“ - რუსეთის არმია შევიდა მანბიჯში, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამერიკული ბაზა იყო
„ბიბისი“ - რუსეთის არმია შევიდა მანბიჯში, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამერიკული ბაზა იყო

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთი არმია შევიდა ქალაქ მანბიჯში, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამერიკული ბაზა იყო დისლოცირებული.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, რუსეთის სამხედრო პოლიცია უკვე შეუდგა პატრულირებას იმ რაიონებში, სადაც სირიისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები დგანან.

გავრცელებული ცნობით, ამერიკელი სამხედროები მანბიჯში მდებარე ორი ბაზიდან გავიდნენ.

ამერიკელი სამხედროების გასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პოლკოვნიკმა მაილს კაგინსმა, რომელიც აშშ-ის მეთაურობით მოქმედ ანტიტერორისტულ კოალიციას წარმოადგენს.