მანბიჯის სამხედრო საბჭომ ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა
მანბიჯის სამხედრო საბჭომ ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა

მანბიჯის სამხედრო საბჭომ ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა.

სამხედრო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაკავებულებს თურქეთის დაზვერვასთან ჰქონდათ კონტაქტი და ოპერაციაში „ევფრატის გაბრაზება“ იღებდნენ მონაწილეობას.

მანბიჯის სამხედრო საბჭოში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია საბრძოლო შეიარაღება, მათ შორის ხელყუმბარები, ასევე კალაშნიკოვისა და M6-ის ტიპის შაშხანები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაცია სირიის ქალაქ მანბიჯში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ჩატარდა.

16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად, 19 ადამიანი, მათ შორის ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.