„არტ კაფეში” კარანტინის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა [ფოტო]
მშრალი ხიდის მიმდებარედ, კაფე-ბარ „არტ კაფეში” ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ჩემები“ გაიმართა. გამოფენაზე კარანტინის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, მაკა ჭაჭიაშვილმა განაცხადა, გამოფენა-გაყიდვის იდეა ფეისბუქზე გაჩნდა, სადაც ჯგუფის წევრები კარანტინის დროს თავიანთი ნამუშევრების ფოტოებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
გამოფენა ღია სივრცეში ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ნუცა დუჩიძის, ირინა მელიქიშვილის, სოფიო სალუქვაძის, მარიკა ხიდირბეგიშვილის, მაია მაჭავარიანის, ირმა ვიბლიანის, ნატალია ფორჩხიძის, ლელა მეშველიანის, ნინო გურჯიშვილის, ნინო შუბლაძის, დავით ქოიავას და თაკო რუხაძის ნამუშევრები.
დღეს გამოვიტანე ნამუშევრები, რომელიც შევქმენი კარანტინის დროს. გამოვიდა ნახატების ძალიან კარგი სერია. ძირითადად, ჩემი პერსონაჟი არის ახალგაზრდა წყვილი, რომელიც პანდემიას გაურბის და მიდის გამოგონილ სამყაროში, რეტრო რეალობაში, სადაც არ არის პანდემია. რომ გადახედოთ ყველა ნამუშევარს, პანდემიის პერიოდის განცდები იგრძნობა და ამით არის დღევანდელი გამოფენა საინტერესო“, – განაცხადა თვითნასწავლმა მხატვარმა, ნუცა დუჩიძემ.