არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა და გაქცევა მოახერხა
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც სავარაუდოდ თვითიზოლაციის პირობებში უნდა ყოფილიყო, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. სამარშრუტო ტაქსის შეჩერება სამართალდამცველების ჩარევის შედეგად ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ სვენეთთან მოხდა, თუმცა პირმა გაქცევა მოახერხა.
ინფორმაცია პირველ არხს შიდა ქართლის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარინა გინაშვილმა დაუდასტურა.
„პირი, რომელიც თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, პოლონეთიდან იყო ჩამოსული. ეს ინფორმაცია მგზავრებმა გაიგეს და სავარაუდოდ მათ გამოიძახეს პოლიცია. ის ტელეფონზე უყვებოდა ვიღაცას, რომ პოლონეთიდან იყო ჩამოსული. როგორც ვიცი, გაიქცა“, – განაცხადა მარინე გიუნაშვილმა.