არქეოლოგებმა დმანისში, 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა დმანისში, 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს

საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს.

ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა.

ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.