სპორტსმენს, მსახიობსა და კალიფორნიის გუბერნატორს, არნოლდ შვარცენეგერს ლოს ანჯელესის კარდიოლოგიურ კლინიკაში გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ეს მისთვის რიგით მეორე ოპერაციაა. ქირურგიული ჩარევა შვარცენეგერს პირველად 1997 წელს დასჭირდა.
შვარცენეგერის პრესმდივნის განცხადებით, მსახიობს გულის სარქვლოვანი დაავადება ჰქონდა. მას ქირურგიული ჩარევის შედეგად, აორტის სარქველი გამოუცვალეს. კალიფორნიის გუბერნატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.