არნოლდ შვარცენეგერი – აღარანაირი რესტორნები, დაივიწყეთ, ვრჩებით შინ [ვიდეო]
მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ შინ და ამით ხელი შეუწყონ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციას.
„აღარანაირი რესტორნები, კარგით? აღარანაირი რესტორნები. დაივიწყეთ სახალხო შეკრებები, რესტორნები. ვრჩებით შინ“, – ამბობს შვარცენეგერი.
არნოლდ შვარცენეგერმა ამ მოწოდებით ვიდეომიმართვა ჩაწერა და მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
Stay at home as much as possible. Listen to the experts, ignore the morons (foreheads). We will get through this together. pic.twitter.com/FRg41QehuB
— Arnold (@Schwarzenegger) March 16, 2020