არნოლდ შვარცენეგერი - აღარანაირი რესტორნები, დაივიწყეთ, ვრჩებით შინ [ვიდეო]
არნოლდ შვარცენეგერი - აღარანაირი რესტორნები, დაივიწყეთ, ვრჩებით შინ [ვიდეო]

მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ შინ და ამით ხელი შეუწყონ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციას.

„აღარანაირი რესტორნები, კარგით? აღარანაირი რესტორნები. დაივიწყეთ სახალხო შეკრებები, რესტორნები. ვრჩებით შინ“, – ამბობს შვარცენეგერი.

არნოლდ შვარცენეგერმა ამ მოწოდებით ვიდეომიმართვა ჩაწერა და მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.