არნოლდ შვარცენეგერი კიევში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებს
არნოლდ შვარცენეგერი კიევში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებს

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი კიევში ჩავიდა. როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო Facebook-ის გვერდზე წერს, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, კიევში დაგეგმილ ბინზესფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

შვარცენეგერი კლიჩკოს გარდა, ასევე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანს.

შვარცენეგერთან შეხვედრის ფოტოები და ვიდეომიმართვა კიევის მერმა სოციალური ქსელით გაავრცელა. ვიდეოში მსახიობი ამბობს, რომ მომავალში კიევში უფრო დიდი ხნით ჩავა.