შვარცენეგერმა ლებრონს მიულოცა

12:18, 16.11.2018

ყოფილმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ლებრონ ჯეიმსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და „მეფეს“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის მექულეთა სიაში მეხუთე ადგილზე აღზევება მიულოცა.

„ვულოცავ მეფე ჯეიმს, რომ ვილტს გადაასწრო ყველა დროის მექულეთა სიაში. ნამდვილი ჩემპიონი ხარ! მე შენით ვამაყობ“, – წერს შვარცენეგერი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

მსგავსი