სამხრეთ აფრიკაში სპორტულ ღონისძიებაზე შვარცენეგერს თავს დაესხნენ [ვიდეო]

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მსახიობ არნოლდ შვარცენეგერს თავს დაესხნენ. ამის შესახებ გამოცემა „ინდეპენდენტი” იუწყება.

ინციდენტი სპორტულ ფესტივალზე „არნოლდ კლასიკ აფრიკაზე” (Arnold Classic Africa) მოხდა, სადაც მსახიობი საპატიო სტუმრისა და მსაჯის სტატუსით იყო მიწვეული. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უცნობი მამაკაცი შვარცენეგერს ზურგიდან მიუახლოვდა და ფეხი დაარტყა იმ დროს, როდესაც მსახიობი თაყვანისმცემლებს ესაუბრებოდა.

თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს, შვარცენეგერმა კი მსაჯობა განაგრძო.