არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს - სისხლში გვაქვს გასვრილი ხელი, რადგან ომს ვაფინანსებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად
არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს - სისხლში გვაქვს გასვრილი ხელი, რადგან ომს ვაფინანსებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მოსკოვისგან ენერგორესურსების შესყიდვა ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაფინანსებს ნიშნავს.

არნოლდ შვარცენეგერის განცხადებით, ომის პირველ ორ თვეში რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა.

„ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – განაცხადა შვარცენეგერმა ავსტრიაში კლიმატურ კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავთავისუფლდეთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან“, – აღნიშნა შვარცენეგერმა.