არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ე.წ. პირდაპირი მოწმის დაკითხვა შემდეგ პროცესზე გაგრძელდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა. მოწმე დღეს პროკურტურამ დაკითხა, შემდეგ სხდომაზე, რომელიც 30 მარტს არის ჩანიშნული, მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე გააგრძელებს.
არასრულწლოვანი საქმის ე.წ. პირდაპირი მოწმეა.
ადვოკატების განმარტებით, მან გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება შეცვალა.
„დღევანდელ სხდომაზე უმნიშვნელოვანესი მოწმის დაკითხვა დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი. დავიწყეთ მისი დაკითხვა. ამ ეტაპზე არ მსურს კონკრეტულ დეტალებში შევიდე. ჩვენი დაკითხვა ჯერ არ დასრულებულა. ისევე როგორც სხვა მოწმეებმა, მანაც შეცვალა ჩვენება“,- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.